ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. მანამდე ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა. თურქული და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში სრულფასოვანი ნორმალიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთისგან გულწრფელ ნაბიჯებს ელოდებიან. „ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგმას გულწრფელ ნაბიჯებს“ - განაცხადა ერდოღანმა. თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია.
მოლაპარაკებების დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იგდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე. ერდოღანის თქმით, „ეს ინიციატივა განამტკიცებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში და წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.