სოფიკო ჭიაურელის 76 წლის იუბილე

05/22/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დიდი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე აღინიშნა.

მუზეუმის ეზოში ექსპონირებული იქნა 76 ფოტო მსახიობის მიერ შესრულებული ფილმებიდან, სპექტაკლებიდან და პირადი ცხოვრებიდან. იუბილესთან დაკავშირებით შედგა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული ჰორელიეფის გახსნა.

იუბილის აღსანიშნავად ასევე გაიმართა ალბომის პრეზენტაცია (ტექსტის ავტორი - მანანა გეგეჭკორი; დიზაინი - თამარ ფოცხიშვილი; გამომცემლობა - \"სეზანი\") და ამავდროულად წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური ფილმი \"სოფიკო\" (რეჟისორი ნ. შენგელაია ა. ჭიაურელი ).

აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ნიკოლოზ რაჭველმა, უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ალტისტმა გიორგი ცაგარლმა და ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მუსიკოსებმა.

ღონისძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის \"იავნანა\" მხარდაჭერით განხორციელდა.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან