კონფლიქტი მღვდლის გაშარჟების გამო

20.06.2012 00:33

სააგენტო "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,"ნიუსთაიმმა" ვიდეო მასალა მოიპოვა.საქმე ეხება კონფლიქტს,რომელიც ლევან ღლონტის ფილმის, "მე მიყვარს თბილისის" ერთ-ერთი სცენის გადაღებას მოჰყვა. აღნიშნულ სცენაში სასულიერო პირი გორგოლაჭებზე დგას და სიგარეტს ეწევა,რამაც სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია."ეს მღვდლის გაშარჟებაა", - აღნიშნა სასულიერო პირმა.გადასაღებ მოედანზე პატრულის თანამშრომლებიც მივიდნენ,რომლებმაც გადამღებ ჯგუფს აღნიშნული სცენის გადაღების უფლება არ მისცეს. http://newstime.ge

გაზიარება: