"ხელოვნების საღამოები" გრძელდება

10.11.2011 01:21

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან ერთად განაგრძობს პროექტს სახელწოდებით ,,ქართული ხელოვნების საღამოები". პროექტის ფარგლებში ნოემბრიდან მაისის ჩათვლით (2011-2012 წლები), ყოველი კვირის ბოლოს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასისა და ქართული ფოლკლორის საღამოები, რომლის გრაფიკი უკვე შედგენილი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის http://www.mcs.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: