ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

09/19/2020
Trialeti TV-ის მიერ

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან