ახალი საერთაშორისო წესრიგი - მსოფლიო 2025

31.12.2025 08:44

2025 წელი კაცობრიობის მეხსიერებაში დარჩება წლად, როდესაც ცივი ომის შემდეგ დამყარებულმა საერთაშორისო წესრიგმა საბოლოოდ დაიწყო რღვევა. რამდენიმე დასრულებული კონფლიქტი, ახალი ცხელი კერები, გადაჯგუფებები, გავლენებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა - ასეთი იყო გამორჩეული წლის განმსაზღვრელი მთავარი ტენდენციები. აშშ-ის პრეზიდენტის ახალმა პოლიტიკამ და მიდგომებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი. გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფონზე მთელი მსოფლიო ახლა რუსეთ-უკრაინის თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების და ტრამპის სამშვიდობო გეგმის დამტკიცების მოლოდინშია.  ვაშინგტონის სავაჭრო ომები და მუდმივი ჩიხი უკრაინაში, შტატების არაერთი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, მშვიდობა ჯერ ისევ მიუღწეველია. პროცესების განვითარება კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ევროპის პოლიტიკური კრიზისებიდან ლათინურ ამერიკაში განახლებულ დაძაბულობამდე - დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციის გააქტიურებამ 2025 წელს მსოფლიო რადიკალურად შეცვლა. მნიშვნელოვან მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებს ლევან ახალაია შეგვახსენებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi