ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი პარტია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად მუშაობს. ირაკლი კობახიძის თქმით, საკრებულოს სხდომის გამართვასა და გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება, სენაკის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. მისივე განცხადებით, საკრებულოში უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა ჯერ არ ჩანს, თუმცა, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, მაშინვე მიიღებენ მონაწილეობას სენაკის საკრებულოს სხდომებში.

რაც შეეხება პარტია ,,საქართველოსთვის“ პოზიციას, ბერდია სიჭინავა განმარტავს, რომ უმრავლესობის შექმნა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკების გარეშე გამორიცხულია. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი არა ადგილობრივების ინტერესები, არამედ ერთპიროვნული ძალაუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, კვორუმის არარსებობის პირობებში, საკრებულოს სხდომის ჩატარებაში გამოიხატა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან