დამშვიდობება ლეგენდარულ ტელეწამყვანთან
ტელეწამყვანი, რომელთან ერთადაც ქართული ტელემაუწყებლობის ისტორია დაიწყო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ლეგენდარულ ტელეწამყვანს პატივი კოლეგებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ლია მიქაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ყველასთვის ცნობილი ტელეწამყვანი 86 წლის ასაკში, 10 ნოემბერს გარდაიცვალა. ლია მიქაძე იყო საქართველოს პირველი ტელევიზიის პირველი სახე, რომელმაც ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად, 1956 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდის ანძასთან მოწყობილი ტელეხედვის სტუდიიდან მოსახლეობას სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყების შესახებ აცნობა. მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში მაყურებელს ეკრანიდან ესალმებოდა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემას, ღონისძიებას თუ საზეიმო ეთერს უძღვებოდა. ცხრა წლის წინ ტელევიზიამ ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ წამყვანს მთაწმინდაზე ვარსკვლავი გაუხსნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
🇬🇪 საქართველო და 🇨🇾 კვიპროსი ერთ ჯგუფში | საგოლე გადაცემა
CrystalSport
რობოტების დაწერილი მუსიკა
დამშვიდობება
gioonashvili
დამშვიდობება
მშობელთა ხიდი - Parent's Bridge
დამშვიდობება....
Rusudan Xijakadze
დამშვიდობება
Nika Gamer
დამშვიდობება...
niko bagashvili
დამშვიდობება ინგლისურად
Natia Gonashvili