როგორ უნდა მოაწყოთ ზღაპრული ქორწილი თათს ფლაუერსის დახმარებით

30.04.2018 03:08

ისტორიას ზღაპრული ამბით ვიწყებთ. უღრან ტყეში მდებარე მოჯადოებული ციხესიმაგრის პატრონი საშინელი ურჩხულია. მისი ყველას ეშინია და ყველას სძულს. ურჩხულის საიდუმლოს ამოცნობა და გადარჩენა კი მხოლოდ ერთ მზეთუნახავ გოგონას შეუძლია. ზღაპარიც ჰეფი ენდით სრულდება და ურჩხულიც უფლისწულად იქევა. სწორედ ასე, ზღაპრულად შეუძლია თქვენი ქორწილის მოწყობა თათს ფლაუერს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ ქართულ ბაზარზე, მათ უკვე შეძლეს გამხდარიყვნენ განსაკუთრებულები და თავის თავზე აეღოთ უდიდესი პასუხისმგებლობა. დამეთანხმებით, რომ ქორწილის სამზადისი დამღლელი, თუმცა ამავდროულად ძალიან სასიამოვნო პროცესია. ეს პროცესი კიდევ უფრო კომფორტული რომ გახდეს, თათს ფლაუერსი სწორედ ამისთვის არის. მათი დიზაინერები და ფლორისტები საკუთარი ინვენტარით თქვენს ქორწილში გაჩნდებიან და განსაკუთრებულ საქორწილო დიზაინს შემოგთავაზებენ, რომელიც არ იქნება სხვების მსგავსი. გარდენ ჰოლში გამართულ wedding fest-ზე კი თათს ფლაუერსმა მომავალ ნეფე-პატარძლებს, სწორედ საკუთარი კომპანია წარუდგინა და ზღაპარი მათ თვალწინ გააცოცხლა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: