დონეცკში ეუთო-ს დამკვირვებლები დააკავეს


ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში მათი მონიტორინგის მისიის წევრების დაკავების შესახებ იუწყება და შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერია, ორგანიზაცია მათი გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო არხს მიმართავს. “ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას\" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან