ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ

03.02.2023 10:43

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. დოკუმენტი მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. ასევე ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული საგარეო ურთიერთობების სფეროში. მას აქვს კარგი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საგარეო კომერციულ ურთიერთობებში ვალდებულებების მართვისთვის და როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უკვე მიჰყვება ძირითადი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დიდ ნაწილს, რომელსაც ევროკავშირი მისდევს. უფრო კონკრეტულად რაზეა საუბარი დოკუმენტში - ანა ბროლაძე განავრცობს თემას. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში დღეს, 3 თებერვალს გამოაქვეყნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა
02:29

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა
03:06

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა
01:56

ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით  ანგარიში წარადგინა
07:36

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ევროკომისიის ანგარიში - დოკუმენტში, საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმებია მოცემული
00:56

ევროკომისიის ანგარიში - დოკუმენტში, საქართველოს მიერ შესრულე...

TV IMEDI

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგი
05:43

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგი

TV IMEDI

ევროკომისიის ანგარიშის შეფასებები
01:54

ევროკომისიის ანგარიშის შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
08:04

ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო