რამაზ გერლიანის ოჯახის ადვოკატის განცხადება - ოჯახის პოზიცია
12/21/2021
ამაზ გერლიანის დამ და ადვოკატმა ავჭალის პოლიციის განყოფილება დატოვეს. ისინი განყოფილებაში პოლიციის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. ადვოკატი გამოძიების გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ბიუროსთვის გადაცემას ითხოვს. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოსტის გაქრობის შემდეგ, შესაძლოა ნაპოვნი მობილური ტელეფონიდან სხვა მტკიცებულებებიც გაქრეს. რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, ინტერესების დამცველის თქმით, იმ დროს, როდესაც რამაზ გერლიანმა პოლიციასთან მანქანა დატოვა კამერები არ მუშაობდა. შესაბამისად, გერლიანის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ამოღება პოლიციას ახლო მდებარე მარკეტისა და აფთიაქის კამერებიდან მოუწევს.
რამაზ გერლიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გაუჩინარებული ეკონომისტის ძმა და მეგობრები ითხოვენ, რომ კუთვნილი მობილური გახსნან, რომელიც ოფისის ჩხრეკის დროს ამიღეს და მათი თანდასწრებით, კვლევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ოჯახის თქმით, უნდა გამოიკითხოს ის პოლიციელიც, რომელზეც რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.