პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი

01.10.2013 03:33

1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება. გახსნას დაეწსრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი, მოწვეული სტუმრები. პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს 150 მუსიკოსმა გამოთქვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი 2013 წლის 1 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება, რის შემდგომაც გაიმართება ცნობილი იტალიელი პიანისტის, კონკურსის ჟიურის წევრის ალბერტო ნოზეს კონცერტი (პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსს ტრადიციულად ყოველთვის ჟიურის წევრები ხსნიან). კონკურსი 4 ტურად ჩატარდება. საკონკურსო ტურების მოსმენა 2-დან -13 ოქტომბრამდე გაიმართება. პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსის მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, თურქეთის რესპუბლიკების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობები; საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდი „სოლო"; საფრანგეთის ინსტიტუტი საქართველოში. საინფორმაციო მხარდაჭერა: "რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რადიო "ფორტუნა", "საზოგადოებრივი რადიო 1", "კავკასუს ონლაინი". პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი http://tbilisipiano.org.ge/ http://www.culture.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო