#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2023 #LIVE

14.12.2023 03:22:00

• ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტი და გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბრიუსელში - დასავლელ ლიდერთა გზავნილები, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
• სალომე ზურაბიშვილი მედიასთან მორიგ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს - წინამორბედის მიმართ დროდადრო შერბილებული რიტორიკა და ორ წელიწადში შეცვლილი მკაფიო პოზიცია; ყოფილ ოპონენტთა ინტერესებთან თანხვედრის მოტივები და პოლიტიკური შეფასებები
• ბრალდებები და სკანდალური საქმეები აშშ-ის მოქმედი, თუ ყოფილი პრეზიდენტების წინააღმდეგ - წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა, ხოლო ვიდრე დონალდ ტრამპი იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ასაჩივრებს, ამერიკელმა მოსამართლემ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საქმე შეაჩერა
• ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში - მე-20 საუკუნის გამორჩეული კომპოზიტორის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მუსიკალური ნაწარმოებები და სპექტაკლების, თუ კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკა საიუბილეო საღამოზე

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania