პროდუქციის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება


რამდენად დაცულია ხარისხის მოთხოვნა ქართულ ბაზარზე - რამდენიმე წლის წინ ამოქმედებული რეგულაციების ეფექტურობის დასადგენად მონიტორინგი ჩატარდა.
კვლევამ აჩვენა, რომ მწარმოებლების ნაწილი, დაჯარიმების მიუხედავად, უხარისხო ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების რეალიზებას მაინც განაგრძობს. ძირითადად საუბარია სამშენებლო მასალებსა და სათამაშოებზე. ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ადგილზე წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი ევროდირექტივებს უნდა აკმაყოფილებდეს. მონიტორინგის შემდეგ გადაწყდა, რომ კანონის აღსრულების კონტროლი გამკაცრდეს და დარღვევებისთვის გათვალისწინებული ფინანსური ჯარიმები გაიზარდოს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან