CNN-ი მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს

02/11/2023

ტელეკომპანია CNN მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრების თანახმად, სააკაშვილი პალატაში წონასწორობას კარგავს და საწოლთან ეცემა.

სამეთვალყურეო კამერის კადრები, რომლებიც “ვივამედშია” გადაღებული, ტელეარხს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, მასიმო დიანჯელომ მიაწოდა.

პირველ ვიდეოში, რომელიც, CNN-ს თანახმად, გასული წლის 6 ოქტომბრისაა, სააკაშვილი პალატაში შედის, შემდეგ კი წონასწორობას კარგავს და საწოლთან ეცემა.

©https://vimeo.com/797888191/647b9abfd...

ვიდეოები „ბათუმელები / Batumelebi"-ისგან