თელავის რესურსცენტრმა ექსტერნების ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს პირს, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და საფუძველი აქვს წინსწრები კლასი. მსურველებმა განაცხადი რესურსცენტრში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც მას განათლების სამინისტრო განიხილავს და პასუხი სკოლას მიეწოდება. გამოცდები ექსტერნებს ტესტირების სახით, ხოლო მეთორმეტე კლასისთვის ცენტრალიზებულად, ელექტრონული სახით ჩაუტარდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gyPzfr
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gyPzfr