საზაფხულო ბანაკის დახურვა

02.08.2020 01:16

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული გოგონათა საზაფხულო ბანაკი დასრულდა. უეფა-ს პროექტი წელს მეორედ გაიმართა - მისი მიზანი ქართულ ფეხბურთში მეტი გოგონას მოზიდვა და ქალთა ეროვნული ჩემპიონატისა და გოგონათა ფეხბურთის განვითარებაა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, საზაფხულო ბანაკს UNFPA Georgia-ს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გოგონებს გენდერის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს. ღონისძიების დახურვაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან ერთად ივარჯიშეს და ფეხბურთი ითამაშეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: