საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია


ოთხთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. გელა გოჭოშვილი უკვე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. მამაკაცი ამბობს, რომ დაკავებისა და პატიმრობის პერიოდში მასზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. გოჭოშვილი თქმით, ის თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე, მოგვიანებით კი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ე.წ. სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით მიუსაჯა, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, სასჯელი ექვს თვემდე შემცირდა, საბოლოოდ კი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გელა გოჭოშვილი ოთხი თვის თავზე გათავისუფლდა.

ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება საქართველოს სამი მოქალაქე. გატაცებულების ოჯახებს ისევ არ აქვთ ინფორმაცია, სად და რა ვითარებაში იმყოფებიან დაკავებულები ან როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი. ორთვიანი უკანონო პატიმრობა აქვს მისჯილი მამუკა ჩხიკვაძეს, რომელიც ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, 12 დეკემბერს აიყვანეს. მოამბე მის ახლობლებს ესაუბრა. გატაცებულის ოჯახში ამბობენ, ახალი ცნობები პატიმრობაში მყოფის შესახებ არ აქვთ. სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან