შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ
12/10/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ შსს-ს სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში დილის 11 საათზე ერთდროულად დაიწყო და 12:30 საათზე დასრულდა. სტუდენტები მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში - სასწავლო დაწესებულებებთან, სკოლებთან, მეტროსადგურებთან ხვდებოდნენ და მოუწოდებდნენ, ოჯახში ძალადობის კამპანიას შემოუერთდნენ. მათ გამვლელებს ხელზე აღუბეჭდეს კამპანიის ლოგო „არა ძალადობას!“ და კამპანიის ატრიბუტიკა - სამაჯურები და ბუშტები დაურიგეს.
თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან „რუსთაველი“-ს მეტრომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მე-6 კორპუსიდან სპორტის სასახლემდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ჭავჭავაძის გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/1vSxoi