რუსეთმა ბირთვული შეიარაღების სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო
რუსეთმა ივანოვოს ოლქში ბირთვული შეიარაღების სარაკეტო ძალების წვრთნები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების „ტეიკოვის“ დანაყოფი, წვრთნებს სტრატეგიული კომპლექსების „იარსის“ გამოყენებით ატარებს. რუსული მედია წერს, რომ წვრთნებში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ასევე 100-ზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული, თუმცა განხორციელდება თუ არა რაკეტების სასწავლო გაშვება, ჯერჯერობით უცნობია. სტრატეგიული სარაკეტო ძალების წარმომადგენლები ამუშავებენ სარაკეტო სისტემების საველე პოზიციებზე მიყვანის საკითხებს, 100 კმ-მდე მანძილზე მსვლელობას მოაწყობენ, ასევე მოხდება აგრეგატების დაშლა საველე პოზიციების ცვლილებით, მათი საინჟინრო აღჭურვა, შენიღბვის ორგანიზაცია და საბრძოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „იარსს“ სამიზნეების განადგურება 11 000 კმ-მდე მანძილზე შეუძლია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთმა ყირიმში ბირთვული შეიარაღების განთავსება დაიწყო
კომუნიკატორი / C სტუდია
ჯო ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმება შეაჩერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანალიტიკოსი ლევან ნოკოლეიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ფრონტი უკეთესი მომავლის ნაცვლად
ამერიკის ხმა
რუსეთმა ბირთვული წვრთნები დაიწყო...
Ermile Nemsadze
ზელენსკის განცხადებით,რუსეთმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყ...
Rioni.TV