„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება


თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა გოგალაძემ, უსინათლოებთან ერთად, მერიას შშმ პირთათვის ავტობუსებში და გაჩერებებზე გახმოვანების სისტემის გააქტიურების მოთხოვნით მიმართა. გოგალაძის განცხადებით, აღნიშნული სისტემა უკვე ადაპტირებულია ახალ ავტობუსებში და მისი გამართვა დამატებით საბიუჯეტო ხარჯებთან არაა დაკავშირებული. თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე გაჩერებების იდენტიფიცირება და მათი სახელწოდების პროცესი მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან