საიათნოვას 300 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი

06/19/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ივნისს, რუსთაველის თეატრში საიათნოვას 300 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ქართველი და სომეხი მუსიკოსები იღებდნენ.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და სხვა ოფიციალური პირები.
ერეკლე მეორის კარის მომღერალი და მუსიკოსი საიათნოვა (ნამდვილი სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. იგი განთქმული იყო ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე შექმნილი საკუთარი ლექსებითა და სიმღერით. ასევე, უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე და როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ერეკლე მეფის კარზე დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა.
სწორედ საიათნოვას შუამავლობით შედგა სპარსეთის წინააღმდეგ საქართველოს, სომხეთისა და შირვანის ალიანსი.
მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო საიათნოვამ კარის სამსახური დაკარგა და ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს იგი ბერად შედგა ახპატში და მხოლოდ დროდადრო უბრუნდებოდა თბილისს.
საიათნოვა 1795 წლის სექტემბერში, ახპატის მონასტერში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაიღუპა და დაკრძალეს თბილისის სურბ გევორქის ეკლესიაში.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან