კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები
კორონავირუსის გავრცელების არეალი უკვე საათობრივად ფართოვდება. საქართველოს მასშტაბით მობილიზებული 2 400 საწოლიდან ამ მომენტისთვის ნახევარი უკვე დაკავებულია. შაბათს დაწყებული ნახტომისებური მატების ტენდენცია გრძელდება - დილის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 170 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ვირუსულმა ინფექციამ ხანდაზმულთა პანსიონატშიც შეაღწია. 14-ით გაიზარდა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიც. მარტო წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა სამჯერ გაზრდილი რაოდენობის ფონზე ხდება დამატებითი კლინიკების მობილიზება და იგეგმება ვირუსული ინფექციის მართვის ახალი მიდგომის დანერგვა. ერთ-ერთ სათადარიგო გეგმად მსუბუქი პაციენტების ბინებში მკურნალობის პროტოკოლის გააქტიურება განიხილება. ინფიცირებულთა რაოდენობის საყურადღებო მატებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება ტესტირებულთა მაჩვენებელიც. „კოვიდ-19“-ზე დღეში 10-დან 11 ათასამდე გამოკვლევა ტარდება. ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიებაც. გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე ვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ სპეციალისტები და მთავარ აქცენტს სეზონურ გრიპებზე აკეთებენ. გაუძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელ დატვირთვას და რაც მთავარია, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ვირუსის შესაკავებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის შემთხვევების გამო „ოქროს ბირჟა“ დროებით დაიხურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - სასწავლო პროცესის აღდგენა და რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდვითარება აჭარაში - კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რ...
TV IMEDI
კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster