დაანონსებული აქცია რუსთაველზე


ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე უკრაინას ხვალ საქართველოდან სოლიდარობას გამოუცხადებენ.

რუსთაველის გამზირზე ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის მიერ ორგანიზებული აქცია იგეგმება. ორგანიზატორები მასშტაბურ გამოსვლას აანონსებენ და პარლამენტის წინ ყველა ოპოზიციურ პარტიას ელოდებიან. თუმცა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აქციაზე მისვლას არ აპირებს. იქნება ჩართვები უკრაინიდანაც. თბილისში შეკრებილებს უკრაინიდან მიმართავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე ხოშტარიაც. აქციის მთავარ მიზნად ომში მყოფი ქვეყნის მიმართ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოზიციონირების კრიტიკას და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას ასახელებენ, თუმცა არც კონკრეტული მოთხოვნებით პოლიტიკური შინაარსის მიმართვებს გამორიცხავენ.

ნოდარ ჩაჩუა დაინტერესდა, რისთვის ემზადება სამი პოლიტიკური ძალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან