ენმ-ში დაპირისპირება არ არის - დავით ახალკაცი
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი კვირაა დავით ახალკაცი თავმჯდომარეობს. ყოფილი თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი, ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ დაპირისპირების გამო ფრაქცია და პარტია ერთდროულად დატოვა და ახალციხის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. განხეთქილების მიზეზად კი დავით ახალკაცთან დაპირისპირებას ასახელებს. მარიამ დალალიშვილის ბრალდებები მოულოდნელი აღმოჩნდა დავით ახალკაცისთვის. მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მარიამ დალალიშვილს ბოლო პერიოდში წყენის კვალი ეტყობოდა, თუმცა ამის შესახებ მას არც იურიდიული კომიტეტისა და არც პოლიტსაბჭოსთვის მიუმართავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას დაახლოებით ერთი კვირაა მე ვიკავებ. კარგი იქნებოდა წყენის შესახებ არა ჟურნალისტებისგან, არამედ პირადად მისგან გაგვეგო. დავილაპარაკებთ, გავარკვევთ და საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგიც შეიძლება ჩავნიშნოთ“,- ამბობს დავით ახალკაცი. 2022 წელს მეორე შემთხვევაა, როცა ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დეპუტატმა დატოვა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ნონა ქოზაშვილმა მიიღო და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია პარტიასთან ერთად მაისში დატოვა. ქოზაშვილი ახლა საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატია. მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ პარტიულ საქმიანობაში აღარ ერევა და მშვიდად აგრძელებს საქმიანობას. მარიამ დალალიშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცა მიმდინარე წლის ივნისში დაიკავა და სამსონ ბალიაშვილი ჩაანაცვლა. ცვლილების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამსონ ბალიაშვილი მოქალაქის ცემისთვის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად კი, საკრებულოს დატოვება მოუწია. ------------------------------------------------------------------ ჩვენი ვებ გვერდი: https://tv9news.ge/ facebook: / tv9news.ge instagram: / tv9news_ge telegram: https://web.telegram.org/z/#-1505516664
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს „საცოდავი“ და „უზრდელი...
Radio Atinati
დაპირისპირება ენმ-ში და ვანო მერაბიშვილის ფაქტორი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოიკოტის თემა ენმ-ში შიდა დაპირისპირების ფონზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიიდან გარიცხული ყოფილი თავმჯდომარე | ენმ-ში დაპირისპირებ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
დაპირისპირება ენმ-ში | პარტიის ძველ და ახალ მენეჯმენტს შორის...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
დაპირისპირება ენმ ში
Livepress. ge
დაპირისპირება ენმ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ენმ-ში | რა შეიძლება მოჰყვეს პარტიაში აუდიტის...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi