„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი
ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული ალტერნატიული გეგმა მმართველი გუნდის მხრიდან რადიკალურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო დღის წესრიგად ფასდება. ამ გეგმის ნაწილია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ში არიან და იმ ადამიანს ხვდებიან, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილ რუსეთის სანქციების ჯგუფს კოორდინაციას უწევს. საუბარია რუსეთში ამერიკის ყოფილ ელჩზე, მაიკლ მაკფოლიზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოდან გარკვეულ პირთა დასანქცირება დააანონსა. საკუთარ მოთხოვნას ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შინაარსით და ევროკომისიის იმ პუნქტით იმყარებს, რომელიც დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. სანქციების მოთხოვნას მხარდაჭერა აქვს იმ უკრაინელი მაღალჩინოსნებისგანაც, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე აქტიურად საუბრობდნენ და რომელთა მწვავე კრიტიკის სამიზნე ქვეყნის ხელისუფლება არაერთხელ გახდა. ამ ფონზე ორად გაყოფილ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ბრიუსელიდან დღეს კიდევ ერთხელ ახსენებენ იმას, რასაც ევროკავშირი ელოდება - ევროკომისიის პუნქტებზე სამუშაოდ გაერთიანებას და პოლარიზაციის შემცირებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„კვირის მოამბე“, 19 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაანონსებული აქცია და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გადაცემაში „ი...
TV IMEDI
ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ხაბეიშვილი მორიგ აქციას აანონსებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 ნოემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის ალტერნატიული დღის წესრიგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოწვევები საქართველოსთვის და პარტიების პოლიტიკური დღის წეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster