საპატრიარქოს გამოხმაურება
ბოლო პერიოდში მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ეხმაურება და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ კანონი დესტრუქციული ქმედებების პრევენციის კარგი საშუალება იქნება. ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება, - წერია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ ცოტა ხნის გაავრცელა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ არ შეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის. ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს. იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, - ვკითხულობთ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპატრიარქოს გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო სავალდებულო სამსახური და მღვდელმსახურება
TV IMEDI
საპატრიარქოს განცხადება - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება საპატრიარქოს წერილზე - შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანელი პოლიტიკოსის ხმაურიანი განცხადება - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster