ფაბლაბ ილიაუნი მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა

05/07/2015
Ilia State University-ის მიერ

ფაბლაბ ილიაუნიმ (FabLab), რომელიც, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა, ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.
ფაბლაბ ილიაუნი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით,პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით.
ლაბორატორია საშუალებაა გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონსაკუთარი სტარტაპ-კომპანიების მშენებლობას.
ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. ფაბლაბიგეგმავს მაკათონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს.
ფაბლაბი კვირაში 7 დღეს მუშაობს და 2 დღეს სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის: http://fablab.iliauni.edu.ge/

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან