15 დეკემბერს თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

13.12.2018 01:27

15 დეკემბერს, აბრეშუმის ქარხნის საგამოფენო დარბაზში, ქართველი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. რიგით მეშვიდე პერსონალურ გამოფენაზე 100-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრები სამი სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული: ტილო, აკრილი ზეთი, ალუმინის პოლიგრაფიულ ფირფიტებზე შექმნილი ნამუშევრები და შავ ქაღალდზე პოლიეთილენით შესრულებული სერია. გამოფენას მუსიკალურად დავით ევგენიძე და მისი ბენდი გააფორმებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: