კომპანია „ფრონტერას“ განცხადება
კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კომპანიის შესახებ არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. კომპანიის ინფორმაციით, 1997 წლიდან ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების განხორციელებისთვის, კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 580 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში მოპოვებული და რეალიზებულია 60 მილიონი დოლარის ოდენობის ნავთობი და ბუნებრივი გაზი. ამასთანავე, კომპანია სახელმწიფოს შევიწროებაში ადანაშაულებს, რაც კომპანიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების მცდელობაში გამოიხატება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ წამოწყებულმა საარბიტრაჟო დავამ ასევე შეაფერხა კომპანიის საქმიანობა. კომპანია ასევე იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს საქართველოში საქმიანობას. განცხადებაში, არაფერია ნათქვამი საქართველოში „ფრონტერას“ თანამშრომლების პროტესტზე, რომლებიც 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. „ფრონტერას“ საპასუხო განცხადება მზადდება გაზისა და ნავთობის კორპორაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხელისუფლება კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ფრონტერას“ თანამშრომელთა განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადება „ფრონტერას“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფრონტერას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბექა ნაცვლიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფრონტერას“ განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკული ი კომპანია ფრონტერა საქართველოს მთავრობას დეზინფორ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ამერიკელი კონგრესმენის სტატია და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster