ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები თბილისში


თბილისში ევროპის პირველ ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები დაიწყო. საქართველოს წარმომადგენელმა „თბილისმა“ პირველი მატჩი „დინამო ალტაისთან“ 1:6 წააგო,  ირლანდიურ „კორკ სიტისთან“ კი ფრედ, 0:0 დაასრულა. ეს შედეგი ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 26 მაისს გაიმართება - გადამწყვეტი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან