პარლამენტის პლენარული სხდომა

13.11.2018 06:17

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ოთხი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობა გახდა, დარბაზში მყოფმა ოპოზიციამ კი რეგისტრაცია შეგნებულად არ გაიარა.

ურთერთბრალდებების შემდეგ პლენარული სხდომა 12-ის ნაცვლად, ოთხ საათზე გაიხსნა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებულ პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი აცნობს, რომელსაც ახალი ინიციატივების დაანონსების პარალელურად ოპონენტების მწვავე შეკითხვებზეც უწევს პასუხების გაცემა - მათ შორის გაუფასურებულ ლარზე და დაგვიანებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სალომე ქოქიაშვილი ადევნებს თვალს ხმაურიან სხდომას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi