ბორის ეიფმანის დასი თბილისის ოპერის თეატრში "ანა კარენინას" წარმოადგენს

15.04.2016 00:44

თბილისის ოპერის თეატრში დღეს თანამედროვეობის გამოჩენილი ქორეოგრაფის ბორის ეიფმანის დასი "ანა კარენინას" წარმოადგენს. ქორეოგრაფი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. სპექტაკლი ათი წელია წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თბილისში გასტროლის დროს ეიფმანის დასი ორ სპექტაკლს წარმოადგენს. ეს ქორეოგრაფის მესამე გასტროლია თბილისში ბოლო ათი წლის განმავლობაში. გასულ წელს ეიფმანმა ქართველ მაყურებელს „ძმები კარამაზოვები“ შესთავაზა. ბორის ეიფმანის შემოქმედება 40-ზე მეტ ბალეტს ითვლის.

გაზიარება:
GM Sunshine