„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ შუალედური არჩევნების მე-2 ტურს აფასებს


„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. უბნების გარეთ აღინიშნებოდა აგიტატორების და დაინტერესებული ჯგუფების მობილიზება. მარიამ ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა და მუქარა მიუღებელია და მსგავსი ფაქტები დროულად უნდა იყოს გამოძიებელი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან