#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ ბრალდებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა
„ევროპული საქართველო“ არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობებზე საუბრობს. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკუთარი აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა, ამომრჩევლებს კი აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ და მათ თავიანთი არჩევანი აჩვენონ. პარტიაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, პარტია იმ უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ფოტომასალა წარმოადგინეს, სადაც პროდუქტები ჩანს. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოზურგეთში მმართველი გუნდი ხმების სანაცვლოდ ბოსტნეულის დარიგებას იწყებს. გოგორიშვილის განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დადასტურების შემთხევაში, მკაცრი რეაგირება იქნება. „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ოზურგეთის მერია. უწყების ინფორმაციით, ეს არის მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არ აქვს საპარლამენტო არჩევნებთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 საპროტესტო აქცია მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერობის კანდიდატი: „ევროპული საქართველო“ და ენმ საარჩევნო უბ...
Radio Atinati
#არჩევნები2020 დაპირისპირება ელისაშვილსა და „ევროპულ საქართვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „თავისუფალი დემოკრატების“ ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ევროპული საქართველოს“ განცხადება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster