საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება - პლატფორმა 20/20-ის ანგარიში


სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ არაგეგმური ანგარიში მოამზადა.

სამოქალაქო პლატფორმა მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. მათი განცხადებით, მათ შორის შერჩეული იქნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ასევე შერჩნენ წევრები, რომელთა მიმართაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს,   ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან