უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პარასკევს გაიმართება


უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის მოლაპარაკებების მორიგი, მეოთხე რაუნდი, დიპლომატების მოდერატორობით, პარასკევს გაიმართება. ეს ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც მხარეები გუშინდელ კონსულტაციაზე შეჯერდნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ მთავარზე - როგორ შეიცვლება საარჩევნო სისტემა.

საუბარი, ძირითადად, მრავალმანდატიან ოლქებს შეეხებოდა. თუმცა, კონსენსუსი ამ წინადადებაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას უცხოელმა პარტნიორებმა შესთავაზეს, ვერ შედგა. კონსულტაციების პარალელურად, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ბოიკოტს განაგრძობს და ისევ ქუჩის აქციებს გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან