ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები

14.09.2022 01:11

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი ხვალიდან კომიტეტების ფორმატში იწყებს. დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. აღნიშნული დაგეგმილზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. მთავრობის ახალი პროგნოზით, წელს ეკონომიკა 6 პროცენტის ნაცვლად, 8,5 პროცენტით გაიზრდება. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 266 მილიონი ლარით მოიმატებს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაფინანსება გაიზრდება სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ძალოვანი უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო