პიროტექნიკით დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან

04.01.2020 01:25

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. პაციენტთა ნაწილმა საავადმყოფოები უკვე დატოვა. ნაწილი კი მკურნალობას ჯერ ისევ განაგრძობს. ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 81 ადამიანი დაშავდა. 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33. დაშავებულებს შორის შვიდი ბავშვია, მათგან ერთ-ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა. თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან, ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულთაგან, 16 მოქალაქეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: