ახალი სკვერი

02.08.2019 00:59

ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი, 4 000 კვ.მ-ზე განთავსდება. სადგურის ქუჩა №57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სამუშაოები დაიწყო. პროცესს კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე გაეცნო. ახალი სკვერის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: