\"იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად\", \"ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია\". გამოფენა, რომელსაც ორი სახელწოდება აქვს, დღეს ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა. გამოფენა, რომელიც 10-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის არის განკუთვნილი, თელავში 17 ივლისამდე დარჩება. ღონისძიების ფარგლებში, \"ანა ფრანკის დღიური\" ქართულ ენაზე ითარგმნა. წიგნები საქართველოს ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. პროექტი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის, \"ჯანსაღი ცხოვრების წესის\" ინიციატივით, \"ანა ფრანკის სახლისა\" და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12megWj
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12megWj