CinéDOC-Tbilisi 2015

10/20/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

20 ოქტომბერს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის შესახებ. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და CinéDOC-Tbilisi-ს დირექტორი არჩილ ხეთაგური უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი რეჟისორები - ოსკარზე ნომინირებული შვეიცარიელი რეჟისორი კრისტიან ფრეი და ნიკოლა ბელუჩი, ასევე ფესტივალის სხვა სტუმრები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 21-25 ოქტომბერს CinéDOC-Tbilisi 2015 ჩატარდება. საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს (კინოთეატრები - „ამირანი“, „რუსთაველი“ და Frontline Club Georgia).




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან