მიმართვა პროკურატურას


ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, მთავარი პროკურატურისგან ლისის ტბაზე უძრავი ქონების წართმევის საქმეზე დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
ახვლედიანი განმარტავს, რომ ქონების წართმევის საქმეზე ადმინისტრაციული დავა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. ბიზნესმენის განცხადებით, ვიდრე პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებს და არ დადებს დასკვნას, რომ მას ეს ქონება 2006 წელს ძალით დაათმობინეს, უზენაეს სასამართლოში მისთვის სასარგებლო განაჩენი არ დადგება.
ბიზნესმენის უფლებადამცველი პროკურატურისგან მოითხოვს ასევე მამუკა ხაზარაძის დაკითხვასაც, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაში ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი იყო. რამაზ ახვლედიანის განცხადებით, ჩამორთმეული ქონება სწორედ მამუხა ხაზარაძის კომპანიას გადაეცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან