13 წელი შინდისის ბრძოლიდან
ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე ისტორია აგვისტოს 5-დღიანი ომიდან. შინდისის ბრძოლიდან დღეს 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შეტაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ქართულმა ოცეულმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო, რუსი კაპიტანი იძულებული გახდა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ მოეთხოვა. შინდისის ბრძოლის ნაწილია ნათლიისა და ნათლულის ისტორიაც. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, დაჭრილებს კი ადგილობრივები სიცოცხლის რისკის ფასად უვლიდნენ. შინდისის მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
13 წელი შინდისის ბრძოლიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი შინდისის ბრძოლიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 წელი შინდისის უთანასწორო ბრძოლიდან
TV მონიტორინგი
14 წელი შინდისის ბრძოლიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა
Trialeti TV
13 წელი შინდისის გმირების ტრაგიკული სიკვდილიდან
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
13 წელი აგვისტოს ომიდან
TV IMEDI
"13 წელი კოლხურ კოშკში" - დალი ლოლუას მოგონებები
TV IMEDI