ნატოს სამიტი
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამიტი დაიწყო. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები პარტნიორებთან ერთად მადრიდში არიან შეკრებილები. საქართველოს სამიტზე პრემიერი წარმოადგენს. ქართული დელეგაციის მოლოდინია, რომ ქვეყანა ალიანსისგან მხარდაჭერის ახალ გზავნილებს მიიღებს. ოპტიმისტურ პროგნოზებს სამიტის გახსნამდე გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს, რომლის მიხედვით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო. დაანონსებულია პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, თანამშრომლობის პაკეტის გაძლიერება. სწორედ ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაზე. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომია. სამიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ უნდა დამტკიცდეს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მომდევნო 10 წელში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების კუთხით ორგანიზაციის ახალი სახელმძღვანელო იქნება. „მოამბე“ მადრიდშია, - ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს სამიტს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატოს სამიტი
TV IMEDI
ნატოს სამიტი
TV IMEDI
42° პარალელი - ნატოს სამიტი ლონდონში / ხელოვნური ინტელექტის...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ნატოს სამიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს სამიტი - შემაჯამებელი კომუნიკე
TV IMEDI
"ნატოს" სამიტი იწყება
Tv Dia
ბრიუსელის სამიტი და უსაფრთხოების გამოწვევები
ამერიკის ხმა
ნატოს სამიტი ბრიუსელში
TV Pirveli