იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელია #ტოკიო2020


საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რიგით მე-6 მედალი, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, იაკობ ქაჯაიამ მოუტანა. მძიმეწონოსანი ქართველი ფალავანი, ფინალურ ბრძოლაში ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავესთან, ლოპეზ ნუნიესთან დამარცხდა, რომელმაც ოლიმპიადის ოქრო კარიერაში მეოთხედ მოიპოვა და ამით ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ქართველ სპორტსმენს წარმატება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით მიულოცა. დღესვე 97კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ, გიორგი მელიამ, რომელიც პირველივე წრეში მსოფლიოს ჩემპიონ რუს სპორტსმენთან დამარცხდა. თუმცა მელიას ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ექნება. მელიას გარდა, ხვალ, ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლისთვის ბრძოლაში რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე ჩაერთვებიან. ბირთვის კვრაში, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ ასპარეზობას გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი. სამხტომში კი, ასევე შესარჩევ ეტაპზე, ვიხილავთ ლაშა ღულელაურს. ოლიმპიურ თამაშებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში გთავაზობთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან