მარეგულირებელი უწყებების კონფერენცია


ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და ათამდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ცხრა თემატური სესია, სადაც 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან