"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის”
11 ოქტომბერი, 2016 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პროექტთან დაკავშირებით ,,გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოს და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას იან კელი - აშშ-ის ელჩი საქართველოში, გრიგოლ გოგელია- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი- საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ნათია კუპრაშვილი-საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დაესწრო. ,,გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო გადაცემა “მოამბე“ ყოველდღიურად, 18:00 და 20:00 საათზე, გადაიცემა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით (ენის რეჟიმის გადართვა შესაძლებელია სეთ-ტოპ-ბოქსის (რესივერი) დისტანციური პულტის საშუალებით).
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...