გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ხუთივე დაკავებულის შემთხვევაში, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღესვე, საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. პროკურორის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ასევე, არ არის გამორიცხული თანამზრახველთა გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდეს თავს. მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურა რამდენიმე პირს ეძებს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი ქალია, რომელიც საქმეში ვერონიკა პაპინას ფსევდონიმით ფიგურირებს. სავარაუდოდ, სწორედ მან მიიყვანა 23 წლის ახალგაზრდა მუხიანში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში. ორი დღის შემდეგ კი ის წყალტუბოში გადაიყვანეს. მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 12 საათზე, 20 ოქტომბერი, 2018 #LIVE
გიორგი დეკანოსიძის გატაცების დღემდე უცნობი დეტალები
TV IMEDI
იმედის კვირა - 21 ოქტომბერი, 2018 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 20 ოქტომბერი, 2018 წელი
TV IMEDI
წარმატებული ქართველი მუსიკოსი გიორგი დეკანოიძე, სასცენო სახე...
TV IMEDI
#თაობა - რა სტერეოტიპებია გავრცელებული?
პირველი არხი #ტელესკოლა
ღამის კურიერი - დავით კაკულიასთან ერთად - 1 სექტემბერი, 2020
RUSTAVI 2
რადიკალების მიერ მიტაცებული კონფერენცია
TV IMEDI